TaxiOnn - კარიერა

ქოლ-ცენტრის ოპერატორი/დისპეჩერი

პოზიციის სახელწოდება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი/დისპეჩერი
დასაქმების ხანგრძლივობა: მუდმივი (2 თვიანი საცდელი პერიოდით).
ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი.
სამუშაო დრო: სამსახური ცვლების განრიგის მიხედვით, სამი ცვლა (ღამის ცვლის ჩათვლით).
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად.
სქესი: მდედრობითი
ასაკი: 20 - 40

სამუშაოს აღწერა:
შეჩეული კანდიდატი იმუშავებს გუნდის წევრის სახით სწრაფად მზარდი კომპანიის ქოლ-ცენტრში. სამსახური ორიენტირებულია მომხმარებელთათვის მომსახურის გაწევაზე და ზარების მონიტორინგზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსულ ზარებზე პასუხი;
- კომუნიკაცია კლიენტებთან და მძღოლებთან;
- პასუხისმგებლობის აღება მაღალი ხარისხისა და სწრაფი მომსახურების გაწევის მიზნით;
- მომხმარებელთა ჩივილების მართვა და მათი მოგვარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქალაქის კარგი ცოდნა;
- Google Map-ის გამოყენების გამოცდილება;
- მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტირებული;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, ყურადღება დეტალების მიმართ;
- მოსმენის უნარ-ჩვევები, შეფასება და ადაპტირება;
- მდგრადობა სტრესის მიმართ;
- პრობლემის გადაჭრისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევები მკაფიო კომუნიკაციისა და თანაგუნდელებისათვის პრობლემის გადაჭრის გზების გაზიარების უნართან ერთად;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების მყარი ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ზეპირი);

სააპლიკაციო პროცედურა:
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი ელექტრონულ ფორმატში (Word ან PDF) შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ: ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 დეკემბერი.

კომპანიის საქმიანობის მოკლე მიმოხილვა:
კომპანია “TaxiOnn“ LLC-ი გახლავთ სტარტაპ კომპანია საქართველოში, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ტაქსის ონლაინ გამოძახების სფეროში სმარტფონის აპლიკაციის ან ვებ გვერდის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ პერსონალის წევრებს, ჩვენ ვეძებთ ჩვენი გუნდის წევრებსა და ერთგულ მეგობრებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ იმისა რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ამოძრავებთ სურვილი შექმნან რაიმე ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი მომხმარებლებისათვის.
მხოლოდ „სამსახურის“ მაძიებელ პირებს გულითადად ვთხოვთ არ შემოიტანონ განაცხადი.

მძღოლის ვაკანსია

მძღოლის ვაკანსიასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე.